მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პროკურატურასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პროკურატურასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პროკურატურასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, საქართველოს პროკურატურასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პროკურატურის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და პროფესიული შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურორი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდა. გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა მზადაა, დამატებითი შესაძლებლობები მისცეს სტუდენტებს და სტაჟიორებს პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, რაც სტუდენტებს სამომავლო კარიერული მიზნების ჩამოყალიბებაში კიდევ უფრო მეტად დაეხმარება. გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ პროკურორები.

გიორგი გვარაკიძემ სტუდენტებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მათი ნაწილი საქართველოს პროკურატურაში დასაქმდება.

„პროკურატურის კარი ღიაა ყველა ახალგაზრდა იურისტისთვის, რომელთაც შეუძლიათ სტაჟირების გზით დასაქმდნენ საქართველოს პროკურატურის სისტემაში. მოხარული ვიქნები, თუ თითოეულ თქვენგანს ვიხილავ პროკურატურის თანამშრომლად“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსმა მირიან მეგრელიშვილმა თემაზე - „პროკურორის უფლებამოსილებები სისხლის სამართლის პროცესში და საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა. მან ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე, მოადგილე გიგა ძნელაძე, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი ზაზა მეტონიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი გიორგი ცხოვრებაძე ესტუმრნენ. მათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, კანცლერმა ლევან კოპალიანმა, სამართლის სკოლის ხელმძღვანელმა დევი ხვედელიანმა, იურიდიული სამსახურის უფროსმა ხატია სამხარაძემ უმასპინძლეს და ვიზიტის ფარგლებში საუნივერსიტეტო ქალაქი დაათვალიერებინეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი