მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელ ჯოანა ბარტონთან და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანთან ანიეს ქოთუსთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელ ჯოანა ბარტონთან და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანთან ანიეს ქოთუსთან შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელ ჯოანა ბარტონთან და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანთან ანიეს ქოთუსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების ჰუმანიტარული პროცესისა და მისი შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები, მათ შორის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სტრატეგიული კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესის აქტუალური საკითხები.

მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა და იპოვონ თანამშრომლობის საუკეთესო ოპტიმალური გზა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პროგრამის შემდგომი წარმატებით განხორციელების მიზნით; პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით, დაიგეგმა კონკრეტული სამომავლო ნაბიჯები.

შეხვედრის ბოლოს, სახელმწიფო მინისტრმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ფარგლებში, ასევე ICRC-ის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა ანიეს ქოთუს, რომელიც ICRC-ის დესპანის მისიას ასრულებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 219 სტატია.

  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი