მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა 21%-ით, ხოლო კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა 21%-ით, ხოლო კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა 21%-ით, ხოლო კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. 2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ 5,949,115 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 21%-იანი ზრდაა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტვირთების საერთო ნაკადის პარალელურად, მზარდი დინამიკა შენარჩუნდა კონტეინერების მიმართულებითაც - საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ (TEU) 8%-იანი მატება აჩვენა. 2026 წლის იანვარ-აპრილში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 258,583 TEU შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ ჯამური მაჩვენებლების გაუმჯობესების ფონზე, პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა ქვეყნის ყველა საზღვაო ნავსადგურში.

ტვირთების კატეგორიების მიხედვით, მატება ყველა ძირითად სეგმენტში ფიქსირდება, რაც მიუთითებს სატრანზიტო დერეფნის აქტივობის კომპლექსურ განვითარებაზე. საანგარიშო პერიოდში საბორნე ტვირთების მოცულობა გაიზარდა 34%-ით, ხოლო გენერალური ტვირთების მაჩვენებელმა 33%-იანი ზრდა აჩვენა. ამასთანავე, 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა კონტეინერიზებული ტვირთების (ტონებში) მიმართულებით, ხოლო ნაყარი ტვირთების მოცულობა 8%-ით გაიზარდა.

2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, მზარდ სტრატეგიულ როლს საერთაშორისო გადაზიდვებში და ხაზს უსვამს ადგილობრივი საზღვაო ინფრასტრუქტურის ეფექტიან მუშაობას გაზრდილი ტვირთნაკადების მიღებისა და დამუშავების პროცესში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი