მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში, რომელიც ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, შედგა მრავალმხრივი ინტერაქტიული დიალოგი მრგვალი მაგიდის ფორმატებში, ასევე გაიმართა პლენარული სესია, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მიღწეული პროგრესი უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალური შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ. ალექსანდრე დარახველიძემ, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მოქმედ თავშესაფრის კანონმდებლობასა და ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს და აღნიშნა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაიხვეწა საქართველოს კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ და გამკაცრდა ქვეყნიდან გაძევების პროცედურები. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ისაუბრა რეადმისიის სფეროში ქართული მხარის წარმატებულ გამოცდილებაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმი წარმოადგენს ძირითად მთავრობათაშორის გლობალურ პლატფორმას, სადაც წევრი სახელმწიფოების მიერ ხორციელდება უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალური შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და მიღწეული პროგრესის განხილვა. ნიუ-იორკში საქართველოს დელეგაციას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, იუსტიციის მინისტრის მოადგილე - გიორგი დგებუაძე ხელმძღვანელობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 219 სტატია.

  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი