მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაგა კირკიტაძემ შეხვედრა გამართა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან არგუჯ ქალანთარლისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული გლობალური გამოწვევები და ხაზი გაუსვეს ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ამ სფეროში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ერთიანი სისტემის მთავარ მიზნებსა და პრიორიტეტებზე. ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის გააგრძელოს აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო მიზნების განხორციელებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, გენერალური მდივანი ასევე ეწვია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას, სადაც სიმულაციური საჩვენებელი ღონისძიება და სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკის გამოფენა გაიმართა.

არგუჯ ქალანთარლიმ ასევე მოინახულა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112”, სადაც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის სისტემას გაეცნო და დეტალური ინფორმაცია მიიღო დანაყოფის საქმიანობის შესახებ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება