მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციას კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე - იანგ ჟუო ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

დელეგაციასთან შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - გიორგი სახოკიამ და შალვა თადუმაძემ გამართეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობას , ასევე განხილულ იქნა არსებული კავშირების კიდევ უფრო გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის საპოლიციო განათლების მიმართულებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას ეწვია, სადაც მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, ასევე გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ასევე იმყოფებოდნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. დელეგაციის წევრებმა დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და არსებული ექსპერტიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და გამოხატა მზადყოფნა, აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა მხარეთა კომპეტენციებში შემავალ სფეროებში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა