მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის დასკვნითი სხდომა გაიმართა
საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის დასკვნითი სხდომა გაიმართა

საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის დასკვნითი სხდომა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის დასკვნითი სხდომა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავმჯდომარეობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა დიალოგის ხელშეწყობა ეუთო-ს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის აქტის პრინციპების შესაბამისად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა უსაფრთხოების სამი დიალოგი, რომლის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა შეიარაღებული კონფლიქტისა და ოკუპაციის თემატიკაზე, ამ კონტექსტში ადამიანის უფლებების დარღვევების აღმოფხვრაზე, ქალებისა და გოგონების როლის გაძლიერებაზე სამშვიდობო პროცესში, უსაფრთხოების სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების შესახებ ეუთო-ს ქცევის კოდექსის იმპლემენტაციაზე.

დასკვნით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა შეაჯამა საქართველოს თავმჯდომარეობის მიერ განხორციელებული საქმიანობა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ძირი გამოუთხარა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას და ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს ფუძემდებლური პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე, რომლებიც ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

იმედი

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

იმედი

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

იმედი

დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები