მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკულ კომპანიებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკულ კომპანიებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკულ კომპანიებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

აზერბაიჯანში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკულ კომპანიებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სტრატეგიული დოკუმენტები მოიცავს ორი ქვეყნის 20 - წლიან თანამშრომლობას ელექტროენერგიის ყიდვა - გაყიდვისა და თურქეთის მიმართულებით ტრანზიტის, აგრეთვე საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდების შესახებ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ბაქო - სუფსის ნავთობსადენის ქართული სექციის დატვირთვაზე.

ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ანარ ახუნდოვის და ნავთობის სახელმწიფო კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტის როვშან ნაჯაფის შეხვედრაზე გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოში SOCAR-ის ნაყოფიერ საქმიანობას ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებზე, როგორიცაა სამხრეთის გაზის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სხვა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და აზერბაიჯანის მინისტრებს შორის ენერგეტიკის სექტორში გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმებების პაკეტი, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ არის მიმართული.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებულ როლს ევროპის გაზით მომარაგებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და კვლავ დადასტურდა აღნიშნული პოლიტიკური კურსის ერთგულება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმებები არა მხოლოდ გააძლიერებს ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში და კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა და მწვანე ენერგეტიკული ჰაბის, ფუნქციას.

სტრატეგიულ შეთანხმებებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა, სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ყაზარაშვილმა, აზერბაიჯანის მხრიდან კი SOCAR - ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა და SOCAR Midstream Operation LLC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფარჰან ალიევმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი