მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

დოკუმენტები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

კერძოდ, ხელი მოეწერა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმებებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

„ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც დაფუძნდება ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია. ამავდროულად ხელი მოეწერა შეთანხმებას ავიაციის სექტორში თანამშრომლობის შესახებ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმებების მიღწევა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველწლიურად ჩვენ ორ ქვეყანას შორის მზარდია ეკონომიკური აქტივობები, განსაკუთრებით ვაჭრობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, გაფორმებული დოკუმენტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. შეთანხმებები ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესწრეების დაახლოებასა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებას.

„შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ორ ქვეყანას ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით არსებული პოტენციალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი ვაჭრობის, საქართველოდან ექსპორტის, ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის პირდაპირი ფრენების არსებობის მნიშვნელობაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაფართოებული ფორმატის შეხვედრებში, რომელიც ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდასთან და პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან გაიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 219 სტატია.

  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი