მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიროჯიდინ მუხრიდინმა კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადობის, რისკების შეფასების, ადაპტაციისა და შერბილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„გარემოს დაცვის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებზე ერთობლივი მუშაობა. საუბარია კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რათა კლიმატური ცვლილებების შედეგები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და შესაბამისი რეაგირების მექანიზმები წინასწარ დაიგეგმოს. ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, რაც ორივე ქვეყანას დაეხმარება გარემოსდაცვითი გამოწვევების უფრო ეფექტიანად მართვაში”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მემორანდუმის მიზანია გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრისკენ ძალისხმევის გაძლიერება და კოორდინაცია, კლიმატის ცვლილების მიმართ რეგიონული მოწყვლადობის და რისკების შეფასების მექანიზმების მხარდაჭერა, ენერგო ეფექტური პროექტების ხელშეწყობა, დაბალემისიიანი განვითარებისკენ ეკონომიკური და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის სტიმულირება. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასების, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელებისა და მონიტორინგის, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შესაძლებლობების გაძლიერების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და დაბალნახშირბადიანი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. დოკუმენტი ასევე მოიცავს ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისების, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების, გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, კატასტროფების რისკის შემცირების, ჰიდრომეტეოროლოგიისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების სფეროებში თანამშრომლობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი