
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
იმედი|imedinews.ge
საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაციის ტურისტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, კულტურული კავშირების განმტკიცებასა და ჩინელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაცნობას.
ჩინელმა ახალგაზრდებმა ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები და საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერეს, მონაწილეობა მიიღეს ქართული ტრადიციული კულტურის შემეცნებით მასტერკლასებში.
ვიზიტი განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით შედგა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge