მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა
გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან, დავით ფაცაციასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების საჭიროებებს, მათ ყოველდღიურ გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს გაეცნო. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც დევნილ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს.

მოსახლეობასთან შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალმთიან დასახლებებში არსებულ სპეციფიკურ საჭიროებებზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს გამოწვევების გადაჭრისა და დევნილი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა პროექტის განხორციელების შესაძლებლობები.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები .

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 151 სტატია.

  • რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 960 ტონა ბენზინი შეიტანეს - მედიაBM.GE
  • “აფხაზეთი შემდგარი სუვერენული სახელმწიფოა“ – სოხუმი გაეროს განცხადებას პასუხობსნეტგაზეთი
  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

იმედი

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა

იმედი