მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე: სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის თანმიმდევრულად განმტკიცება ორივე ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება, მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე: სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის თანმიმდევრულად განმტკიცება ორივე ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება, მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით

იმედი|imedinews.ge

2026 წლის 19-20 ივნისს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ერთობლივ კომუნიკეში.

კომუნიკეში ყურადღება გამახვილებულია ვიზიტის მნიშვნელობაზე.

“ნდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში გამართული მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ვიზიტის მნიშვნელობა, რომლითაც ახალი გვერდი გადაიშალა ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში.

ეყრდნობიან რა ორი ქვეყნის ხალხებს შორის მტკიცე ისტორიულ კავშირებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს და ითვალისწინებენ ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის„დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ 1994 წლის 4 აგვისტოს ოქმის ურღვეობას, დარწმუნებულნი იმაში, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის თანმიმდევრულად განმტკიცება ორივე ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება, და ასევე ესწრაფვიან პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას და თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლებას იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რომელთა წევრებიც არიან ტაჯიკეთის რესპუბლიკა და საქართველო, მხარეები აცხადებენ შემდეგს: ტაჯიკეთის რესპუბლიკამ და საქართველომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები და ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებისა და გაფართოებისთვის მტკიცე მზადყოფნა გამოხატეს. სახელმწიფოები ხელმძღვანელობენ რა სუვერენიტეტის პატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებით, თანმიმდევრულად განავითარებენ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.

მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს ტაჯიკეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობა”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი