მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქპატენტში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
საქპატენტში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

საქპატენტში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქპატენტის სათავო ოფისში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, ასევე ქ. თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები –ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა,თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

საქპატენტის თავმჯდომარე ბანაკის მონაწილეებს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, პიროვნების განვითარებაში განათლების როლსა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკურ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ეფექტიანი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მრეწველობის ახალი დარგებისა და სამუშაო ადგილების შექმნას. ღონისძიების დასასრულს მოზარდებს ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

5-დღიანი საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ 10-14 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში გაიმართა. პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება საქპატენტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში და მიზნად ისახავს, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების გზით, ინტელექტუალური საკუთრებისა და განათლების სფეროში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.ბანაკში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული 15-18 წლის ასაკის 29 მოზარდი მონაწილეობდა.

ბანაკის კონცეპტუალური ჩარჩო სპეციალურად შემუშავდა საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის მიერ. სასწავლო სესიებს უძღვებოდნენ საქპატენტის წარმომადგენლები - გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი და სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე.

ბანაკის პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები გაეცნენ გამოგონებების, სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების, დიზაინისა და ახალი ჯიშების, ასევე, საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ნაწარმოებების დაცვის შესახებ ინფორმაციას. სასწავლო სესიებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინოვაციებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნაწარმოებების დაცვაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

იმედი

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

იმედი