მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქსტატი: 2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობმა 809.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება
საქსტატი: 2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობმა 809.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება

საქსტატი: 2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობმა 809.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება

იმედი|imedinews.ge

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, სასოფლო მეურნეობათა რაოდენობა 479.5 ათასი ერთეულით განისაზღვრა, რაც 25.3 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის აღწერის შესაბამის მაჩვენებელზე. რაც შეეხება იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ან ჰყავდათ პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი, მათმა რაოდენობამ 2.8 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 25.0 პროცენტით აღემატება 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესაბამის მაჩვენებელს.

სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის ფართობი 176.0 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც 60.6 პროცენტით აღემატება 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესაბამის მაჩვენებელს.

2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობმა 809.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.7 პროცენტით აღემატება. მეურნეობების სარგებლობაში არსებული სახნავის ფართობი 325.2 ათასი ჰექტარით განისაზღვრა, რაც 2014 წელთან შედარებით 13.8 პროცენტით ნაკლებია, ხოლო სათიბებისა და საძოვრების ფართობმა 305.6 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელს (300.0 ათასი ჰექტარი) 1.9 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება მიწის დამატებით ცალკეულ კატეგორიებს, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო მეურნეობების სარგებლობაში არსებული დაუმუშავებელი მიწის ფართობმა 116.9 ათასი ჰექტარი, შენობა-ნაგებობებით და ეზოებით დაკავებული მიწის ფართობმა 46.3 ათასი ჰექტარი, ხოლო სათბურების ფართობმა 2.3 ათასი ჰექტარი შეადგინა.

2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში სასოფლომეურნეობათა სარგებლობაში არსებული ვაზის ძირთა რაოდენობამ 164.7 მლნ. შეადგინა, საიდანაც 96.4 პროცენტი ნაყოფის მომცემი იყო.

2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, სასოფლო მეურნეობების სარგებლობაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 841.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2014 წელთან შედარებით 15.0 პროცენტით ნაკლებია. ფურის რაოდენობამ 2024 წელს 412.5 ათასი სული შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 18.3 პროცენტითაა შემცირებული. 2014 წელთან შედარებით 25.4 პროცენტით შემცირდა ცხვრის რაოდენობაც - 944.0 ათასი სულიდან 704.4 ათას სულამდე. შემცირებულია ასევე კამეჩის სულადობა 22.8 პროცენტით, ხოლო ღორის სულადობა 12 პროცენტითაა გაზრდილი. ამასთან, აღწერის შედეგების მიხედვით ფრინველის რაოდენობა 18.9 პროცენტით გაიზარდა.

2024 წელს სასოფლო მეურნეობათა სარგებლობაში იყო 191.5 ათასი ფუტკრის ოჯახი (სკა), რაც 27.6 ათასით (16.9 პროცენტი) აღემატება 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგებიBM.GE
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →ათასი →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი