მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქსტატი: 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი: 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 670.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 61.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 64.1 პროცენტით გაიზარდა და 2 854.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 66.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 480.2 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 409.7 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 279.4 მლნ. აშშ დოლარით.

2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 543.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 356.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 187.1 მლნ. აშშ დოლარით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის კრიტიკის ფონზე, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები შეამოკლეს

ტრამპის კრიტიკის ფონზე, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები შეამოკლეს

იმედი

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მისაღებად ემზადება, სწავლა უფასო იქნება

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მისაღებად ემზადება, სწავლა უფასო იქნება

იმედი

საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა

იმედი

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტამდე შემცირდა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტამდე შემცირდა

იმედი