მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 519.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 4 670.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 21.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 849.0 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 2.4 პროცენტი შეადგინა. ხოლო საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივლისში 6 178.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 960.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 815.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 792.7 მლნ. აშშ დოლარი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქსტატი: 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა

იმედი

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტამდე შემცირდა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტამდე შემცირდა

იმედი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გახსნა

იმედი

მედია: ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ცოლების ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

მედია: ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ცოლების ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

იმედი