მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის ვახო სანაია და მაია დარსმელიძე სამართალდამრღვევებად ცნო - სანაიას ჯარიმის სახით 6000 ლარის, დარსმელიძეს კი 2800 ლარის გადახდა დაეკისრა
სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის ვახო სანაია და მაია დარსმელიძე სამართალდამრღვევებად ცნო - სანაიას ჯარიმის სახით 6000 ლარის, დარსმელიძეს კი 2800 ლარის გადახდა დაეკისრა

სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის ვახო სანაია და მაია დარსმელიძე სამართალდამრღვევებად ცნო - სანაიას ჯარიმის სახით 6000 ლარის, დარსმელიძეს კი 2800 ლარის გადახდა დაეკისრა

იმედი|imedinews.ge

„ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო და მას 6 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის განცხადებით, შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო სანაიას უკვე დაკისრებული აქვს ჯარიმა, რომელიც ამ დრომდე გადახდილი არ არის.

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო მაია დარსმელიძეც. მას ჯარიმის სახით 2800 ლარის გადახდა დაეკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა მარიამ კერესელიძემ მედიასთან აღნიშნულ საქმეებზე განმარტება გააკეთა.

„მოწინააღმდეგე მხარემ ახსნა, რომ გაბრაზებული იყო ქალბატონი მაია და სწორედ ამიტომ მოხდა მისი მხრიდან შეურაცხყოფის მიყენება და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა იმის დასაბუთება, რომ ქალბატონი ნინო ჯღარკავა ადამიანია და არა ხელოვნური ინტელექტი. ეს რა თქმა უნდა, სცილდება ყოველნაირ სამართლებრივ დასაბუთებას და ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გათვალისწინებული.

დღეს სასამართლომ განიხილა ვახტანგ სანაიას საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შალვა პაპუაშვილსა და ვლადიმერ ბოჟაძეს. მოცემული საქმე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ბატონი ვახტანგ სანაია თავის პოსტში თითქოსდა ცდილობდა, დისტანცირება მოეხდინა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისაგან და საზოგადოებას მოუწოდებდა, არ გაემეორებინათ. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს იყო ფორმალური დისტანცირება და რეალურად აღნიშნული წარმოადგენდა ირონიულ და მოჩვენებით შეურაცხყოფის ფორმას, რაც სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია ამგვარად - შესაბამისად, გაზიარებული იქნა სასამართლოს მიერ და ბატონი ვახტანგ სანაია დაჯარიმდა 6000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა მარიამ კერესელიძემ მედიასთან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ირანმა გვთხოვა „მოლაპარაკებების“ გაგრძელება - ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ აშშ-მა მათ მკაფიოდ განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულებულია

ტრამპი: ირანმა გვთხოვა „მოლაპარაკებების“ გაგრძელება - ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ აშშ-მა მათ მკაფიოდ განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულებულია

იმედი

ზურაბ აბაშიძე: ვერ დამისახელებთ ვერცერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც უყურადღებოდ არის მიტოვებული მუნიციპალიტეტის მხრიდან, უამრავი პრობლემა კი, რომლებიც არსებობდა დედაქალაქში წლების განმავლობაში, აღმოფხვრილია

ირაკლი ქადაგიშვილი: მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? ეუთოს დღეს თავის შინაარსზე აქვს პასუხი გასაცემი

ზურაბ ჩიკვილაძე ოპოზიციას: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ

ზურაბ ჩიკვილაძე ოპოზიციას: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ

იმედი