
სასამართლოს განაჩენისა და ვიდეოკადრების მიუხედავად, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედება ტერორისტული აქტი აქ ყოფილა
სასამართლოს განაჩენისა და ვიდეოკადრების მიუხედავად, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ადგილი არ ჰქონია ტერორიზმს, სადაც ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ხანძრის გაჩენა ცეცხლის წაკიდებით სცადა.
ოპოზიცია ისევ პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობს. შესაბამისი განცხადებები მათ სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო ეთერებში გააკეთეს.
ალეკო ელისაშვილის მეუღლე, ირინა კილოსანიძე: „11 სექტემბერიც ტერორიზმი იყო და ეს რაღაც ორი ქილა ბენზინის მისხმა მეტლახის იატაკზეც ტერორიზმია! გვახსოვს, 11 სექტემბერს, ჯერ ნგრევა იყო, შემდეგ 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ანუ, ალექსანდრეს ქმედება, ბინ ლადენის ქმედებას გაუთანაბრეს“.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გიორგი სიორიძე: „ალეკო ნამდვილად არის სახალხო კაცი, სახალხო პოლიტიკოსი და ყოველთვის იქ იდგა-ხოლმე, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ამ ქვეყანას. დღეს ვხედავთ იმას, რომ საბოლოოდ, სასამართლომ ბეჭედი დაასვა და ტერორისტად გამოაცხადა“.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი: „თუ ვინმემ რაიმე ჩაიდინა, ამის გამო არ შეიძლება, 10 სხვა დანაშაული მოიგონო, დაუმძიმო და შური იძიო, პოლიტიკურად ანგარიში გაუსწორო ადამიანს, რომელიც თვალში არ მოგდის."
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე: „მინდა, ალეკოს სოლიდარობა გამოვუცხადო. პოსტიც დავწერე. ის ქმედება, რომელიც მან ჩაიდინა, შესაძლოა, პოლიტიკურად ჩემთვის მიუღებელი იყოს ეს გზა, ეს მეთოდი, მაგრამ ფაქტია, რომ ალეკოს ეს ნაბიჯი იყო პროტესტი და იგი ნამდვილად არ არის ტერორისტი“.
როგორც ცნობილია, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
იმედი
წყარო: imedinews.ge