მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი დინამიკურად ზრდას განაგრძობს.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს, საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 2.4-ჯერ გაიზარდა და 546 მილიონ ლარს მიაღწია. 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარზე, ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში, 11 აქტივების მმართველი კომპანია და 24 საინვესტიციო ფონდი იყო წარმოდგენილი.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე იწყებს საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობის შესახებ ინდივიდუალური მონაცემების გამოქვეყნებას. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. აღნიშნული მონაცემები ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებით დამტკიცებული „საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის“ შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი და ეროვნული ბანკის მიერ მის საფუძველზე შემუშავებული ჩარჩო არეგულირებს. ჩარჩო ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ძირითად პრინციპებზეა დაფუძნებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

იმედი