მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლონდონის საფონდო ბირჟისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლონდონის საფონდო ბირჟისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლონდონის საფონდო ბირჟისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს აიუნა ნეჩაევას და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და წარმატებული მონეტარული პოლიტიკა, ასევე იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის განვითარების, ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს წარმოჩენისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ლონდონის საფონდო ბირჟას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

„ეკატერინე მიქაბაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობს ხელს ფინანსური ბაზრების განვითარებას, გამჭვირვალობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას, რაც ქვეყნის კაპიტალის ბაზრის შემდგომი გაძლიერებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ქართული კომპანიები წარმატებით არიან წარმოდგენილნი ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარებისა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინტეგრაციის მნიშვნელოვანი დასტურია. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს ბანკის მიერ FTSE 100 ინდექსში გაწევრიანებას, რაც საქართველოს კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.

მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოქალაქე კახაბერ ფოჩხუა შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1500 ლარით დაჯარიმდა

მოქალაქე კახაბერ ფოჩხუა შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1500 ლარით დაჯარიმდა

იმედი

უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ ფრონტზე სიტუაცია ისეთი კარგი არ არის, როგორც ზელენსკი აცხადებს

უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ ფრონტზე სიტუაცია ისეთი კარგი არ არის, როგორც ზელენსკი აცხადებს

იმედი

კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ

კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ

იმედი

კახა კალაძე საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციაზე: ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ იყო

კახა კალაძე საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციაზე: ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ იყო

იმედი