მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა
სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა

სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, სოფელ ბაკოში, სელიმ ხიმშიაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო მის ხსოვნას. მან ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული მიულოცა და საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

„ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სასულიერო პირები და საზოგადოების წევრები.

თურქ დამპყრობლებთან ბრძოლა დიდმა სელიმმა საკუთარი სიცოცხლის ფასად შეძლო. 1815 წლის 3 ივნისს, სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილს სოფელ ბაკიბაკოში, კერძოდ სერიყანაში თავი მოჰკვეთეს, სადაც უდრეკად და ამაყად თქვა მან ისტორიული სიტყვები – “მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ”.

სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავის აღსანიშნად დაფუძნდა, პირველი „სელიმობა“ კი 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი