
შაკო კუჭაშვილი: რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი-სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს - გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც „განგრენა“, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ
რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი, კიდევ ერთხელ დავინახეთ - სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს. კეზერა TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ესახება ქართველ პოლიტიკოსს აფხაზეთის საკითხის გადაჭრა, გვარამიამ პაშინიანის მაგალითი მოიხმო, რომელიც აზერბაიჯანთან მთელ რიგ დათმობებზე წავიდა, - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი.
კუჭაშვილის განცხადებით, გვარამია გამიზნულად აკავშირებს ორ კონფლიქტს ერთმანეთთან, ისე რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს „განგრენად“, რომლისგანაც ერი უნდა გათავისუფლდეს.
კუჭაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს ნიკა გვარამიას განცხადებით აღფრთოვანებულ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორ თამთა მიქელაძეზე, რომელიც სხვებს ურჩევს, რომ პოლიტიკურ პროცესში შემოვიდეს აფხაზეთის თემა, ოღონდ წარმოჩინდეს „პრობლემად“, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდე. კუჭაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვენ დრონებით დაბომბვას ენგურზე, რამდენადაც მათ არც ხალხი და არც ტერიტორიები არ ადარდებთ.
„რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი, კიდევ ერთხელ დავინახეთ - სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს. კეზერა TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ესახება ქართველ პოლიტიკოსს აფხაზეთის საკითხის გადაჭრა, გვარამიამ პაშინიანის მაგალითი მოიხმო, რომელიც აზერბაიჯანთან მთელ რიგ დათმობებზე წავიდა. გვარამიას აზრით, ამით სომეხმა ლიდერმა სომხეთი „ისტორიული ტრავმებისგან“ გაათავისუფლა. ეს ყოვლად უადგილო შედარებაა: თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ყარაბაღის შემთხვევაში საქმე გვაქვს აზერბაიჯანის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც „განგრენა“, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. საყურადღებოა, რომ გვარამიას განცხადებას უმალვე ეხმაურება უცხოეთიდან დაფინანსებული „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე, რომელიც სხვა პოლიტიკოსებსაც ურჩევს მსგავსი განცხადებების გაკეთებას. ამით მათ, ფაქტობრივად, დირექტივას აძლევს, რომ პოლიტიკურ პროცესში აფხაზეთის თემა შემოვიდეს, ოღონდ ამ ძალიან მძიმე ფორმით - აფხაზეთი, როგორც პრობლემა, რომელიც არ გვარდება და რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. აი, ამიტომ ითხოვენ ბომბებს ენგურის ხიდზე - არც ჩვენი ხალხი ადარდებთ და არც ჩვენი ტერიტორია. მით უფრო, არ ადარდებთ იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომლის სასიკეთოდ მოგვარებაშიც ქართული ბიზნესის ღირსეული ნაწილი დროულად ჩაერთო“, - წერს კუჭაშვილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge