მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. აფხაზეთში შეტანილი ბენზინი ფსოუს გავლით რუსეთში გადის? - რას წერენ საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო ადგილობრივები
აფხაზეთში შეტანილი ბენზინი ფსოუს გავლით რუსეთში გადის? - რას წერენ საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო ადგილობრივები

აფხაზეთში შეტანილი ბენზინი ფსოუს გავლით რუსეთში გადის? - რას წერენ საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო ადგილობრივები

ტვ პირველი17 აგვისტო, 2026, 11:06|tvpirveli.ge

სამეგრელოდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი შესაძლოა ფსოუს გავლით რუსეთში გადიოდეს - ამის შესახებ აფხაზურ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ადგილობრივები წერენ. საწვავის მწვავე დეფიციტით უკმაყოფილო მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი ბენზინი ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებამდე არ აღწევს და კითხულობენ, სად მიდის რეგიონში შემოტანილი საწვავი.

აფხაზურ სოციალურ ქსელებში გავრცელებული მტკიცებების თანახმად, საქართველოს მხრიდან შეტანილი საწვავის ნაწილი ოკუპირებულ რეგიონს ფსოუს გამშვები პუნქტის გავლით ტოვებს და რუსეთის ტერიტორიაზე გადადის. ადგილობრივები წერენ, რომ „როგორც შემოვიდა, ისე გავიდა ფსოუდან“, მაშინ როცა სოხუმში, გალში, გაგრასა და სხვა ქალაქებში მოსახლეობა კვლავ ბენზინის დეფიციტსა და ავტოგასამართ სადგურებთან რიგებზე საუბრობს. აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტი ბოლო დღეებში სხვადასხვა წყაროთი დასტურდება.

საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში საწვავის შეტანა უკვე დაადასტურა ირაკლი კობახიძემაც. მისი განცხადებით, მიწოდება კერძო კომპანიებმა განახორციელეს და ხელისუფლება ოპერაციაში ჩართული არ ყოფილა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც ადასტურებს, რომ რუსეთის ბაზარზე შექმნილი პრობლემების გამო საწვავის „ალტერნატიული წყაროებიდან“ მიღების გადაწყვეტილება მიიღეს და ერთ-ერთ ასეთ წყაროდ საქართველოს ტერიტორია გამოიყენეს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • გიორგი გამსახურდია: „ნაცებო“, აფხაზეთი საქართველოა, მართალია, თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კი საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულაიმედი
  • რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერსBM.GE
  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
  • აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანანეტგაზეთი
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

მეტეოროლოგი ფარტენაძე, რომელიც მასზე ძალადობის შესახებ იუწყებოდა, პოლიციამ დააკავა

მეტეოროლოგი ფარტენაძე, რომელიც მასზე ძალადობის შესახებ იუწყებოდა, პოლიციამ დააკავა

ტვ პირველი

მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები გასტაცეს - პოლიციამ ორი პირი დააკავა

მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები გასტაცეს - პოლიციამ ორი პირი დააკავა

ტვ პირველი

პოლიციამ აჭარის სატყეო სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლები დააკავა

პოლიციამ აჭარის სატყეო სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლები დააკავა

ტვ პირველი

ომი რუსეთის სიღრმეში გადადის - უკრაინა ბრიტანული დრონებით სტრატეგიულ ობიექტებს უტევს

ომი რუსეთის სიღრმეში გადადის - უკრაინა ბრიტანული დრონებით სტრატეგიულ ობიექტებს უტევს

ტვ პირველი