მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი 20 ოქტომბერს დაკავებულებზე: ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც შიდა და გარე რადიკალებმა წააქეზეს დანაშაულზე, გაწირეს ციხისთვის, მიატოვეს ციხეში ეს ადამიანები
შალვა პაპუაშვილი 20 ოქტომბერს დაკავებულებზე: ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც შიდა და გარე რადიკალებმა წააქეზეს დანაშაულზე, გაწირეს ციხისთვის, მიატოვეს ციხეში ეს ადამიანები

შალვა პაპუაშვილი 20 ოქტომბერს დაკავებულებზე: ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც შიდა და გარე რადიკალებმა წააქეზეს დანაშაულზე, გაწირეს ციხისთვის, მიატოვეს ციხეში ეს ადამიანები

იმედი|imedinews.ge

ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც შიდა და გარე რადიკალებმა წააქეზეს დანაშაულზე, გაწირეს ციხისთვის, მიატოვეს ციხეში ეს ადამიანები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი 20 ოქტომბრის ინციდენტთან დაკავშირებით 10 პირისთვის საპროცესო გარიგების გაფორმებას ეხმაურება. ათივე დაკავებული ბრალს აღიარებს.

„მნიშვნელოვანია, რომ მოძალადეებმა აღიარეს საკუთარი დანაშაული და ინანიებენ, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს დანაშაული ძალადობით. მნიშვნელოვანია, რომ ეს 10 მოძალადე აღიარებს, რომ მათი მიზანი იყო პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება, რაც უკვე ყველანაირად ადასტურებს თუ რასთან გვქონდა საქმე და მნიშვნელოვანი არის იმ მხრივ, რომ წერტილი დაესმება ყველა იმ სპეკულაციას და პროპაგანდას, რომლებიც ცდილობდნენ, რომ შავი თეთრად წარმოეჩინათ და ძალადობა სიკეთედ, რასაც სამწუხაროდ აკეთებს ზოგიერთი უცხოეთიდან. ასე რომ მე ყველას მოვუწოდებდი, ამ მაგალითს მიბაძონ. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სადაც იქნება სინანული იქ იქნება ადეკვატური რეაგირება ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მხრიდან, რა თქმა უნდა, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე. ფაქტია, რომ ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც შიდა და გარე რადიკალებმა წააქეზეს დანაშაულზე, გაწირეს ციხისთვის, მიატოვეს ციხეში ეს ადამიანები. მნიშვნელოვანია, რომ სხვებმაც ამ პროცესს შეხედონ, შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ და ითანამშრომლონ საქართველოს სახელმწიფოს და არა სახელმწიფოს მტრებთან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • „შეურაცხმყოფელი ბანერისთვის“ დაკავებულ აქტივისტს, ია მელითაურს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • "ვაკის პარკის" საქმეზე დაკავებული "გრინსერვისის" დირექტორი ვადაზე ადრე გაათავისუფლესBM.GE
  • "ქურდული გარჩევების" საქმე - ცაგერის საკრებულოს დეპუტატს და სხვა დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათტვ პირველი
დაკავებული →ჯგუფი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი