მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ვაკის პარკის" საქმეზე დაკავებული "გრინსერვისის" დირექტორი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
"ვაკის პარკის" საქმეზე დაკავებული "გრინსერვისის" დირექტორი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

"ვაკის პარკის" საქმეზე დაკავებული "გრინსერვისის" დირექტორი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

BM.GE16 ივლისი, 2026, 20:36|bm.ge

ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდადებულმა, „გრინსერვის პლუსის“ ყოფილმა დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა. TV პირველის ინფორმაციით, ფურცხვანიძემ, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საპატიმრო დაწესებულება 15 ივლისს, ელექტრონული სამაჯურის პირობით დატოვა.

ინფორმაციას თავად ფურცხვანიძეც ადასტურებს და აცხადებს, რომ მასზე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების (უდო) მექანიზმი გავრცელდა.

„გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ, სამაჯურით გამომიშვეს. უდოს კომისიას მივმართე და მათი გადაწყვეტილება იყო. იმ კომპანიაში არ დავბრუნდები, თუმცა ვერ გეტყვით ჯერჯერობით ოჯახთან ვარ და ამას ვაპირებ“, - განუცხადა ფურცხვანიძემ მედიას.

ლაშა ფურცხვანიძეს სასჯელი სასამართლომ 2023 წლის 10 ივლისს შეუფარდა. მას ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილითა (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება).

ვაკის პარკის რეაბილიტირებულ შადრევანში ტრაგედია 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. თბილისის მერიის მიერ ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად სამი მოზარდი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა.

მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად კიდევ ორი მოზარდი დაშავდა.

აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა 2022 წლის ოქტომბერში სულ 9 პირი დააკავეს, მათ შორის „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. გამოძიების მტკიცებით, შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ყაველაშვილმა შეიწყალა რუსული კანონის აქციებისას დაკავებული მუმლაძე და ხუტაშვილინეტგაზეთი
  • მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს და თანხა და ნივთები გასტაცეს - დაკავებულებიდან ერთი არასრულწლოვანიტვ პირველი
  • შსს: დაკავებული, თანხის დაუფლების მიზნით, მოქალაქეებს სარემონტო სამუშაოებს სთავაზობდაფორმულა
დაკავებული →

მსგავსი სტატიები

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

BM.GE

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფ. საყდართან დროებითი ხიდი მოეწყო და მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფ. საყდართან დროებითი ხიდი მოეწყო და მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

რა მოხდა მსოფლიოში აგვისტოს თვის განმავლობაში? - მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები

რა მოხდა მსოფლიოში აგვისტოს თვის განმავლობაში? - მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები

BM.GE