მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: აგვისტოს ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე, დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
შალვა პაპუაშვილი: აგვისტოს ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე, დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი

იმედი|imedinews.ge

ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი ეს არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე, დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ 2008 წლის 9 აგვისტოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაც გაიხსენა.

“18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერა. ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი ეს არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება. მეორე, დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი, რეჟიმის, რომელმაც მაშინ ამ ომში საქართველო შეიყვანა, რომელმაც შემდეგ დაჭრილი ჯარისკაცები ომის ველზე მიატოვა, დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა, მშვიდობიანი მოსახლეობა ბრძოლის ველზე მიატოვა და თვითონ დაკავებული იყვნენ იმ დღეებში ღლიცინით, ანგლობით. გახსოვთ თქვენ 9 აგვისტოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც სააკაშვილი, ბოკერია, მაშინდელი უშიშროების საბჭოს წევრები, მაშინ, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მტერს ებრძოდნენ, როცა ბრძოლის ველზე ეცემოდნენ, როცა ჩვენი მოსახლეობა მიტოვებული და შეტოვებული იყო ბრძოლის ხაზს მიღმა მათი ხორხოცი, ხითხითი და ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს იყო ის სურათი, რაც მაშინ მთელმა საქართველომ დავინახეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

იმედი

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან

იმედი

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იმედი

თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

იმედი