მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა აბარია ადამიანს, რომლის მინისტრიც საქართველოში მიტინგებში მონაწილეობდა. კაია კალასს აშშ-ის, ევროკავშირის მთავარი პარტნიორის საგარეო საქმეთა მინისტრი არც კი ხვდება
შალვა პაპუაშვილი: დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა აბარია ადამიანს, რომლის მინისტრიც საქართველოში მიტინგებში მონაწილეობდა. კაია კალასს აშშ-ის, ევროკავშირის მთავარი პარტნიორის საგარეო საქმეთა მინისტრი არც კი ხვდება

იმედი|imedinews.ge

ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ის გათვლები, რომლებიც მათ აქვთ, არ სრულდება.

„ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ის გათვლები, რომლებიც მათ აქვთ, არ სრულდება. ასე რომ, ამ მხრივ მშვიდად ვართ, იმდენად არაპროფესიონალ ხალხთან გვაქვს საქმე. დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა აბარია ადამიანს, რომლის მინისტრიც საქართველოში მიტინგებში მონაწილეობდა. კაია კალასს ვგულისხმობ. ადამიანს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის მთავარი პარტნიორის საგარეო საქმეთა მინისტრი არც კი ხვდება. აი, რამდენი ხანი გავიდა, რაც მარკო რუბიო სახელმწიფო მდივანია და არც ერთხელ შეხვედრია კაია კალასს, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნებიც იყო და ჩაფრენილი იყო ვაშინგტონში ქალბატონი კალასი.

რაც შეეხება რა უნდათ, უნდათ ის, რაც 4 ოქტომბერს იყო. ჩვენ ეს ვნახეთ უკვე. ვნახეთ ჩვენ ევროკავშირმა როგორ წააქეზა საქართველოში ძალადობრივი პროცესები. 4 ოქტომბერი იყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი. ოფიციალურად მოვისმინეთ ჩვენ ეს ევროკომისიის პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი შეკრება, რომელზეც წინასწარ დაანონსებული ძალადობა უნდა მომხდარიყო.

საბოლოო ჯამში, კაია კალასის სარგებელი ის იქნება, რომ ვიღაც ტაშს დაუკრავს, ვინც მას სინამდვილეში მართავს და მის უკან დგას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი