მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: არავის აქვს ვალდებულება, რაიმე კითხვას პასუხი გასცეს. არ არსებობს ასეთი ვალდებულება. ეს არის კარგი წესი და სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი მზად იყოს ჟურნალისტის კითხვებს გასცეს პასუხი, მაგრამ ასეთი ვალდებულება არ არსებობს
შალვა პაპუაშვილი: არავის აქვს ვალდებულება, რაიმე კითხვას პასუხი გასცეს. არ არსებობს ასეთი ვალდებულება. ეს არის კარგი წესი და სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი მზად იყოს ჟურნალისტის კითხვებს გასცეს პასუხი, მაგრამ ასეთი ვალდებულება არ არსებობს

იმედი|imedinews.ge

ეს არის კარგი წესი და სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი მზად იყოს ჟურნალისტის კითხვებს გასცეს პასუხი, მაგრამ ასეთი ვალდებულება არ არსებობს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი რომ არ დაარღვიოს ცოტა ხანში ასამოქმედებელი ეთიკის პრინციპები, როდესაც ზოგიერთი დეპუტატი კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს, რათა მომავალში პარლამენტში აკრედიტაცია არ შეეზღუდოს.

„არავის აქვს ვალდებულება, რაიმე კითხვას პასუხი გასცეს. არ არსებობს ასეთი ვალდებულება. ეს არის კარგი წესი და სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი მზად იყოს ჟურნალისტის კითხვებს გასცეს პასუხი, მაგრამ ასეთი ვალდებულება არ არსებობს. თუ მაინც გინდათ, რომ პოლიტიკოსისგან მიიღოთ რაღაც კითხვებზე პასუხი, მათ შორის დაჟინებით კითხვების დასმით, ამისთვის არსებობს საჯარო სივრცე, სადაც თქვენი შეხედულებებისამებრ მოქმედების თავისუფლება გაქვთ. რაც შეეხება ადმინისტრაციულ დაწესებულებებს, პარლამენტის შენობებს, აქ მოქმედებს ჟურნალისტური ქცევის წესი. ამ წესს ადგენს თითოეული პარლამენტი.

აღმოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ უფრო ლოიალური წესები აქვს, ვიდრე ევროპარლამენტს. ახლა ძირითად ნაწილში დავაახლოვეთ ევროპარლამენტის წევრებთან. იმდენად მკაცრი არ იქნება, რომ წინასწარი თანხმობა იყოს საჭირო პარლამენტის წევრისგან, რაც ვნახეთ ევროპარლამენტის შემთხვევაში გამოყენებულ სანქციაში, ეს იყო მითითებული, რომ წინასწარი თანხმობის გარეშე დაიწყო ინტერვიუ. ჩვენ ამას არ დავაწესებთ. საქართველოს პარლამენტის შენობა არ არის საჯარო სივრცე, ეს არის ადმინისტრაციული შენობა, სადაც შემოსვლაც რეგულირდება, აკრედიტაცია იქნება ეს, თუ საშვი, თუ საქმიანობა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას