მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენთვის გადატვირთვის პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ადმინისტრაცია იყენებს ორ ტერმინს, რომელიც ჩვენთვის არის გადამწყვეტი, ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები
შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენთვის გადატვირთვის პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ადმინისტრაცია იყენებს ორ ტერმინს, რომელიც ჩვენთვის არის გადამწყვეტი, ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები

იმედი|imedinews.ge

ჩვენთვის გადატვირთვის პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია ის, რომ უპირველეს ყოვლისა, ახალი ადმინისტრაცია იყენებს ორ ტერმინს, რომელიც ჩვენთვის არის გადამწყვეტი, იყენებს მათ შორის, ამერიკულ-ქართულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის შესახებ.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში სწორედ ეს ძირეული ცვლილება არის მთავარი.

„სწორედ ეს ორი პრინციპი იყო, რომელსაც უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია - სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს. ასე რომ, ჩვენთვის მთავარია ის ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც, იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება.

რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 2009-2010 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ როგორც დამამშვიდებელი პრიზი, გადასცეს მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რომ საბოლოოდ არ ჩამოშლილიყო, ამ სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით არის სრული კონსენსუსი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ამერიკელების მხრიდანაც, რომ ის იყო ცარიელი, არაფრისმთქმელი დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელსაც არ ჰქონდა არსებითი შინაარსი.

ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს ეფუძნებოდეს და მიმართული იყოს ამერიკელი და ქართველი ხალხისთვის რეალური შედეგების დადგომისკენ. ასე რომ, ვფიქრობ, ამ მხრივ საერთო მიდგომა გვაქვს ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობა?BM.GE
  • სამშვიდობო დიპლომატია და მზარდი სამხედრო რიტორიკა - რა მიმართულებით მიდის რეალურად პროცესი და სად შეიძლება აღმოჩნდეს ევროპა, თუ მოსკოვთან დაპირისპირება უფრო გამწვავდებარუსთავი 2
  • "ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - თაზო დათუნაშვილიტვ პირველი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
პროცესი →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი