მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა უკანასკნელ წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2023 წელს განხორციელებულ ვიზიტს ჩინეთში, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი იზიარებენ ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართ ერთგულებას, ასევე, მტკიცედ უჭერენ მხარს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებას და საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის დაცვას.

ჩინურმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

მხარეებმა გამოხატეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მზაობა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების განვითარებაზე, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, ინოვაციების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თავისუფალი ვაჭრობა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში, დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივაში,“ ასევე, შუა დერეფნის პოტენციალის უკეთ ათვისების საჭიროება.

შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წევრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულს "ხადორობა - 2026-ს" დაესწრორუსთავი 2
  • სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებსBM.GE
  • რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქოტვ პირველი
  • ირანის საჰაერო თავდასხმა - ჰორმუზის სრუტეში კომერციული ტანკერის ეკიპაჟის წევრი დაიღუპაფორმულა
წევრი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი