მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ჩინეთისგან ბოროტების ხატის შექმნა არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც ბრიუსელს აქვს აღებული იმისთვის, რომ ჩამოიცილონ კონკურენტი
შალვა პაპუაშვილი: ჩინეთისგან ბოროტების ხატის შექმნა არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც ბრიუსელს აქვს აღებული იმისთვის, რომ ჩამოიცილონ კონკურენტი

შალვა პაპუაშვილი: ჩინეთისგან ბოროტების ხატის შექმნა არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც ბრიუსელს აქვს აღებული იმისთვის, რომ ჩამოიცილონ კონკურენტი

იმედი|imedinews.ge

ჩვენს საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ იმისთვის, რომ განვახორიციელოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური მიზნები - ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარე სისულელეს უწოდებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ჩინეთთან საქართველოს ურთიერთოები გლობალურ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.

„ხომ სისულელეა საუბარი იმაზე, რომ საქართველომ საკუთარი ურთიერთობებით ჩინეთთან თუ სხვა სახელმწიფოებთან, შეიძლება გლობალურ პროცესებში ვინმეს ინტერესს საფრთხე შეუქმნას, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ასე შემდეგ. ხომ აბსურდია ამაზე საუბარი?

ჩვენ სუვერენიტეტი იმისთვის არ გვინდოდა, იმისთვის არ ვიბრძოლეთ და იმისთვის არ დავღვარეთ სისხლი, რომ მათ შორის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის, დაგეგმვისა და განხორციელების სუვერენიტეტი გადავულოცოთ სხვას. ჩვენ ჩვენს საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ იმისთვის, რომ განვახორიციელოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური მიზნები - ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს ორი ამოცანა არის უმთავრესი, რომელიც დასახული აქვს „ქართული ოცნების“ მთავრობას, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომლისთვისაც ეს ამოცანები არ არსებობს, მათი ამოცანა არის საქართველო აქციონ კლიენტ სახელმწიფოდ, რომელიც ემსახურება სხვების ინტერესებს. ამ ინტერესს რაც ემსახურება გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, ისე, რომ არავის ვკითხავთ და ამ ინტერესს რაც არ ემსახურება არაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ჩინეთისგან ბოროტების ხატის შექმნა არის კონკურენტის ჩამოსაშორებლად ბრიუსელის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი.

„ხშირად გვაქვს ხოლმე ურთიერთობა კანდიდატ ქვეყნებთან, ბალკანეთის წარმომადგენლებთან, მათგან ხშირად გვესმოდა ხოლმე, რომ ევროკავშირი მათზე გარკვეულ ზეწოლას ახდენდა, რომ ჩინეთთან არ ჰქონდათ ურთიერთობები. ჩინეთს მიზანმიმართულად წარმოაჩენდნენ როგორც ბუას, რომელისაც უნდა ეშინოდეთ. ეს გარკვეული ბოროტების ხატის შექმნა არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც ბრიუსელს აქვს აღებული იმისთვის, რომ ჩამოიცილონ კონკურენტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRCBM.GE
  • ჩინეთში მეწყერს 51 ადამიანი ემსხვერპლა - 10 ადამიანს კვლავ ეძებენტვ პირველი
  • ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებრუსთავი 2
  • ტრამპი ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებსფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი