მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი მასშტაბური მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ეს ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მეწყერია.

სტიქია 17 ივლისს, ჩუნცინის მუნიციპალიტეტის პენშუის რაიონში მოხდა, სადაც კლდის მასები და უზარმაზარი ლოდები მდინარე უძიანის სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელ სახლებს დაატყდა. ნანგრევებში ათობით ადამიანი მოჰყვა. საფრთხის ნიშნების გამოვლენის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაახლოებით 1 100 მცხოვრების ევაკუაცია შეძლო.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციების გააქტიურებისა და მსგავსი კატასტროფების პრევენციისკენ მოუწოდა. მაშველების მუშაობას ართულებს დაახლოებით 18 ათასი კუბური მეტრი კლდოვანი ნამსხვრევი, რომელმაც ტერიტორია დაფარა.

სპეციალისტების შეფასებით, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში ზაფხულის ძლიერი და ხანგრძლივი წვიმები მეწყერებისა და უეცარი წყალდიდობების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში  მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ტვ პირველი

კობახიძე ირანის ელჩის პასუხად: სანქციებზე ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს

კობახიძე ირანის ელჩის პასუხად: სანქციებზე ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს

ტვ პირველი

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიების აკრძალვაზე მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყოს

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიების აკრძალვაზე მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყოს

ტვ პირველი

ირანის ელჩის გზავნილი - ექსპერტები საგარეო უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

ირანის ელჩის გზავნილი - ექსპერტები საგარეო უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

ტვ პირველი