მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო დავუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს. სამწუხაროდ, ვხედავთ სადამდე მივყავართ ბრიუსელის ფასეულობებს, რადგან ზიზღის ენა სწორედ იქიდან არის წაქეზებული
შალვა პაპუაშვილი: უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო დავუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს. სამწუხაროდ, ვხედავთ სადამდე მივყავართ ბრიუსელის ფასეულობებს, რადგან ზიზღის ენა სწორედ იქიდან არის წაქეზებული

იმედი|imedinews.ge

უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, რომ სიძულვილის, თუ ზიზღის ენის გამოყენება ხდება სოციალურ მედიაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან სიძულვილისა და ზიზღის წაქეზება და დათესვა არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის ასარევად იყენებენ სწორედ ამ ინსტრუმენტს - შუღლისა და სიძულვილის შემოტანას, რომ შემდეგ გადაკიდონ ადამიანები ერთმანეთს, არიონ ქვეყანა და არეულ ქვეყანაში თავის სასარგებლო შედეგებს მიაღწიონ.

„სიძულვილისა და ზიზღის ენა არ არის მხოლოდ ესთეტიკის ან ემოციების საკითხი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ამ მეთოდს იყენებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წიგნებიდან გადმოწერით, იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად და საზოგადოებაში ადამიანების ერთმანეთის წასაკიდებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად, თავის ხელში აიღოს ჩვენს ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელის შეშლა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაუბრუნდეს ქართულ ფასეულობებს.

„ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო დავუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს. სამწუხაროდ, ვხედავთ სადამდე მივყავართ ბრიუსელის ფასეულობებს, რადგან ზიზღის ენა სწორედ იქიდან არის წაქეზებული. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ელჩია ამაში ჩართული საქართველოში. ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ზიზღის ენით არიან ჩართულები, ფაშისტურ გამონათქვამებს იყენებენ ქართველი ხალხის მიმართ.

ყველას, ვინც კი ზიზღს თესავს სოცმედიაში, მაგალითად იხილავდით ევროპის დღეზე, 9 მაისს. ეს ერთი და იგივე სახეები და სახელებია, ვისაც იხუტებს დღეს ბრიუსელი. ისინი არიან სწორედ, ვინც საზოგადოებაში ცდილობს, რომ ზიზღი დათესოს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საზოგადოების ყველა სფერო ქართულ ფასეულობებში, ვინაიდან ბრიუსელის ღირებულებები, ჩანს, რომ არის ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზოგადოების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩებარუსთავი 2
  • საქართველოში დაიკარგა ტაილანდელი იუთუბერი: ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვსფორმულა
  • "ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?BM.GE
  • HRW: "ოცნების" ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებსტვ პირველი
საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი