მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი დიუშენის მედიკამენტებზე სამუშაო ჯგუფზე: საქართველოს მთავრობა მოქმედებს ზუსტად იმ მიდგომებით, რომელიც მას ყოველთვის აქვს - გამოვიდეს მოსახლეობის და ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, მათი საუკეთესო ინტერესებიდან
შალვა პაპუაშვილი დიუშენის მედიკამენტებზე სამუშაო ჯგუფზე: საქართველოს მთავრობა მოქმედებს ზუსტად იმ მიდგომებით, რომელიც მას ყოველთვის აქვს - გამოვიდეს მოსახლეობის და ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, მათი საუკეთესო ინტერესებიდან

იმედი|imedinews.ge

ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება. ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის, ჩვენი მხრიდანაც ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ მთავარია, ამოვიდეთ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებს.

„რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაცია შედგა პარლამენტში, სადაც მან განაცხადა, რომ მედიკამენტებს რაც შეეხება, ბაზარზე არის სხვადასხვა ფარმაცევტული ორგანიზაციის ინტერესები, რომ საკუთარ მედიკამენტებს მიაწერონ ის თვისებები, რომლებიც არ აქვს. სწორედ ამაზე მუშაობენ ამერიკული თუ ევროპული წამლის დაშვების ასოციაციები - ზოგ მედიკამენტზე არის დაშვება, ზოგზე - არა.

გუშინ ითქვა, რომ ორ მედიკამენტზე არის ფიქრი, რაც არ არის შემთხვევითი. რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან ინტერპელაციის დროს ითქვა, რომ არის ორი მედიკამენტი, რომელზეც ყველაზე მეტი იმედი არსებობს, რომ გარკვეული ეფექტიანობა აქვს.

ასე რომ, ეს არის პროცესის მიმდინარეობა, რომელშიც ახლა თავად პრემიერ-მინისტრიც ჩაერთო და მშობლებიც წარმოდგენილი არიან სამუშაო ჯგუფში, რომელიც ამ პროცესს გაჰყვება ბოლომდე. საქართველოს მთავრობა მოქმედებს ზუსტად იმ მიდგომებით, რომელიც მას ყოველთვის აქვს - გამოვიდეს მოსახლეობის და ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, მათი საუკეთესო ინტერესებიდან”, - აღნიშნა პარლამენტის თავმდჯომარემ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებითან პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →ჯგუფი →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი