
შალვა პაპუაშვილი: ერთადერთ დაპირისპირებას, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არის ე.წ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება
იმედი|imedinews.ge
არ ვიცი, რა დაპირისპირებას გულისხმობთ. ერთადერთ დაპირისპირებას ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ე.წ. ოპოზიციაში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „რა შეგიძლია გვითხრათ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირების საკითხზე?“
„ვხედავთ, ახლა პოლიტიკური აქტივობის შემოდგომის ციებ-ცხელება დაეწყოთ და ეს ძირითადად ერთმანეთის მიმართ არის გამოხატული. ასე რომ, ამ დაპირისპირებას ვაკვირდებით და პირიქით, გეტყვით, რომ ვგულშემატკივრობთ. მნიშვნელოვანია, კარგად წარმოჩნდეს, ვისთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge