მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიებზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი
შალვა პაპუაშვილი დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიებზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი

იმედი|imedinews.ge

ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ქვეყანა დაანგრიოს, რომ აქ სისხლის ღვრა იყოს, სახელმწიფოს დამხობა იყოს და ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელი არიან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საზოგადოებას ჰყავს ის 7 000 ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს ყველამ იხილა.

„საზოგადოებას ჰყავს ის 7 000 ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს ყველამ იხილა. აქედან რამდენიმე ასეული უფრო აქტიურია და განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიებზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი.

ყველა ასეთ შემთხვევაში, როდესაც ცდილობდნენ, რომ ტრაგედია გამოეყენებინათ, ყველაფერზე კისერი წაიმტვრიეს იმ მხრივ, რომ გამოჩნდა, ან თავიდანვე ჩანდა რა იყო სიმართლე და პირდაპირ ჩანდა, რომ ეს ადამიანები დაკავებული არიან მანიპულაციით და რეალობის გაყალბებით.

სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია მათ შორის ის ორგანიზაციები, რომელიც თავის თავს მედიას უწოდებენ და სინამდვილეში უბრალოდ ისტერიას და მანიპულაციას არიან მიყოლილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად და გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვანაირად ჩართული იყვნენ ამ უბედური შემთხვევის დადგომაში და საბოლოო პასუხი გაეცემა გამოძიების მხრიდან ყველა ამ საკითხს.

შალვა პაპუაშვილმა ასევე დასძინა, რომ შეთქმულების თეორიის მოყვარული უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც ამ საქმეზე ფაქტებს არ ენდობა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მცდელობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო - გორდულაძეტვ პირველი
  • დიდი ოდენობით თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა - სასამართლო სუს-ის მიერ დაკავებული 6 პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობსრუსთავი 2
  • დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა – 5 პირს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
  • თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავესფორმულა
მცდელობა →

მსგავსი სტატიები

საქსტატი: 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა

საქსტატი: 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა

იმედი

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

იმედი

შალვა პაპუაშვილი: ერთადერთ დაპირისპირებას, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არის ე.წ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება

შალვა პაპუაშვილი: ერთადერთ დაპირისპირებას, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არის ე.წ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება

იმედი

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება

იმედი