მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ბრალდებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში, რამდენიმე „ენჯეო“ ჰქონდათ რეგისტრირებული, იყენებდნენ იმისთვის, რათა დაფინანსების ლეგალიზება მოეხდინათ, ვითომ იყო ამა თუ იმ პროექტის დაფინანსება და სინამდვილეში ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის დაფინანსება
შალვა პაპუაშვილი: კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ბრალდებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში, რამდენიმე „ენჯეო“ ჰქონდათ რეგისტრირებული, იყენებდნენ იმისთვის, რათა დაფინანსების ლეგალიზება მოეხდინათ, ვითომ იყო ამა თუ იმ პროექტის დაფინანსება და სინამდვილეში ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის დაფინანსება

იმედი|imedinews.ge

კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ბრალდებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში, რამდენიმე „ენჯეო“ ჰქონდათ რეგისტრირებული, იყენებდნენ იმისთვის, რათა დაფინანსების ლეგალიზება მოეხდინათ, ვითომ იყო ამა თუ იმ პროექტის დაფინანსება და სინამდვილეში ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის დაფინანსება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ ამ „ენჯეოებიდან“ არცერთი არ არის რეგისტრირებული არც „ფარაში“, არც გამჭვირვალობის რეესტრში, აჩვენებს კიდევაც რა ტიპის „ენჯეოები“ არიან გამჭვირვალობის წინააღმდეგი.

„ბოლო პერიოდში თქვენ ნახეთ დაკავებები, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მომუშავე ადამიანების. მათ შორის ითქვა, რომ იყო ევროპული ქვეყანაც. თქვენ ნახეთ, რომ ეს ადამიანები, სქემა რომლითაც მუშაობდნენ, მუშაობდნენ მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ნახეთ, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდათ ამ ადამიანებს რეგისტრირებული. ჩვენ გადავამოწმეთ და ამ ორგანიზაციიდან არცერთი, ამ „ენჯეოებიდან“ არცერთი, რამდენადაც ვიცი, არ არის რეგისტრირებული გამჭვირვალობის რეესტრში და თავის თანხებს არ ასაჯაროებდნენ. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ „ენჯეო“ სისტემა, მათ შორის გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი მტრული საქმიანობისთვის, ეს დაფინანსების სქემები. ასე რომ ესეც კარგი მაგალითია, რომ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ბრალდებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში, „ენჯეოებს“, რამდენიმე „ენჯეო“ ჰქონდათ რეგისტრირებული, იყენებდნენ იმისთვის, რათა დაფინანსების ლეგალიზება მოეხდინათ, ვითომ იყო ამა თუ იმ პროექტის დაფინანსება და სინამდვილეში ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის დაფინანსება.

ის, რომ ამ „ენჯეოებიდან“ არცერთი არ არის რეგისტრირებული არც „ფარაში“, არც გამჭვირვალობის რეესტრში, აჩვენებს კიდევაც რა ტიპის „ენჯეოები“ არიან წინააღმდეგი გამჭვირვალობის. სწორედ აი აქ ჯაშუშური „ენჯეოები“ ისინი იყვნენ, ვინც უარს ამბობდნენ „ფარაში“ რეგისტრაციაზე და გამჭვირვალობის რეესტრში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება, რათა მომხდარიყო „ენჯეო“ სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

იმედი

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ