მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება
შალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება

შალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება

იმედი|imedinews.ge

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირის, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელის დაკავებასთან დაკავშირებით.

,,გამოძიება მიდიოდა, პროკურატურა საუბრობდა იმ სირთულეებზე, რომელიც ამ გამოძიებაში იყო, რა მომენტშიც პროკურატურამ ჩათვალა, რომ იყო მყარი საკუთარ მტკიცებულებებში შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ გამოვლენილიყვნენ ისინი ვინც უფლებამოსილების გადამეტებით მოქმედებდნენ. ამავდროულად, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რასთან გვქონდა საქმე. ძირითადად ეს ეხება 2024 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტებს და უნდა გავიხსენოთ უპირველეს ყოვლისა, რა გარემოება იყო. საქართველოში დაგეგმეს და დაიწყეს „მაიდანის“ განხორციელება. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოში ჩამოვიდა ევროკავშირის 7 წევრი ქვეყნის პარლამენტის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებისგანაც გვესმოდა პირდაპირ მოწოდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და შვედმა კომიტეტის თავმჯდომარემ პირდაპირ „მაიდნისკენ“ მოუწოდა აგრესიულ ოპოზიციას. ჩვენ ვნახეთ თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, მცდელობა პარლამენტის გადაწვისა, ძალადობა, პოლიციელებზე ძალადობა, იცით, რომ რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მიცემული იმისთვის, რომ აზიანებდა ადამიანებს „მოლოტოვის კოქტეილით“, პოლიციელების ცოცხლად დაწვა უნდოდა, ამ პირობებში უწევდათ პოლიციელებს ჩვენი ქვეყნის დაცვა და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“, ძალადობისა და თავდასხმებისგან, რომელიც სრულად გარედან იყო ინსპირირებული, წაქეზებული და ორგანიზებული. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება და ამ მხრივაც ის ცალკეული ინციდენტები, რომლებიც მაშინ ჩვენ ვიხილეთ, ითქვა კიდეც, რომ ყველა ამ ინციდენტს სახელმწიფო სათანადოდ მიყვება და გამოიკვლევს და გამოავლენს. ასე მოხდა კიდევაც. ასე რომ, ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა, სწორედ ეს არის, რომ კანონის უზენაესობა უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად, ნახეთ ამისი შედეგებიც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • ვერანაირი გადაკეთება და შინაარსის შეცვლა ვერ გამოასწორებს იმ უმძიმეს მოცემულობას, რაც ბარამიძემ საკუთარი განცხადებით დააბრალა ქართულ ჯარს - დავით მათიკაშვილირუსთავი 2
  • ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდანეტგაზეთი
  • მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავსBM.GE
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
საკუთარი →პროცესი →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

იმედი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

იმედი

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი