მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი PACE-ზე: რახან მათ აბრევიატურაში ევროპა წერია, ამიტომ უფლება აქვთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდონ?! ჩვენ რა, ჩვენი სუვერენიტეტი მატო რუსეთთან მიმართებაში გვაინტერესებს? დიახაც, ზუსტად იმეორებს რუსეთის პოლიტიკას, ვინც ცდილობს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდოს
შალვა პაპუაშვილი PACE-ზე: რახან მათ აბრევიატურაში ევროპა წერია, ამიტომ უფლება აქვთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდონ?! ჩვენ რა, ჩვენი სუვერენიტეტი მატო რუსეთთან მიმართებაში გვაინტერესებს? დიახაც, ზუსტად იმეორებს რუსეთის პოლიტიკას, ვინც ცდილობს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდოს

იმედი|imedinews.ge

ეს აღარ არის უკვე ტყუილისა და დეზინფორმაციის შემცველი ანგარიშები, ეს არის თაღლითური ანგარიშები. ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, რომელსაც აქვს სპეციფიკური მიზანი, რომ განზრახ ტყუილით ნახონ სარგებელი და დააზიანონ სხვა. ეს ანგარიში არის პოლიტიკური თაღლითობის მაგალითი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე.

მისი თქმით, მსგავსი ანგარიშები ატარებს პოლიტიკური თაღლითობის ხასიათს.

„PACE-ს, რაც შეეხება, იცით, რომ ჩვენ დელეგაციას აღარ ვაგზავნით. ამ ადამიანებს რა უნდა ველაპარაკოთ?! როგორ შეიძლება ელაპარაკო ადამიანს, რომელიც გეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი?! იქ ხომ უკვე მთავრდება და ხვდები, რომ ეს ადამიანი ან არის სულელი და ვერ ხვდება რა არის დანაშაული და ა.შ. ან არის ჩვეულებრივი კორუმპირებული, რომელსაც დაავალეს და ამას ლაპარაკობს. ამიტომ ჩვენ თაღლითურ ანგარიშებთან დაკავშირებით არა თუ კომენტარი ვერ გვექნება, PACE-შიც არ ვმონაწილეობთ დელეგაციის სახით და ამით ყველაფერი ნათქვამია.

მისი თქმით, პარლამენტი არ აპირებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანოს და თავის დროზე იმ კანონმდებლობით ჩატარდება არჩევნები, რა რეგულაციებიც ახლაა განსაზღვრული.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა ვალდებულია პატივი სცეს იმ რეგულაციებს, რომელიც საქართველოში არსებობს, მათ შორის PACE-ც და არავინ უნდა ეცადოს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას.

„რახან მათ აბრევიატურაში ევროპა წერია, ამიტომ უფლება აქვთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდონ?! ჩვენ რა, ჩვენი სუვერენიტეტი მატო რუსეთთან მიმართებაში გვაინტერესებს თუ გვაინტერესებს ყველასთან მიმართებაში?! დიახაც, ზუსტად იმეორებს რუსეთის პოლიტიკას, ვინც ცდილობს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანესBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი