მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი არ საჭიროებს ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენებას. საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ამიტომ სადაც საქართველოა, იქ არის ევროპაც
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი არ საჭიროებს ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენებას. საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ამიტომ სადაც საქართველოა, იქ არის ევროპაც

შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი არ საჭიროებს ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენებას. საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ამიტომ სადაც საქართველოა, იქ არის ევროპაც

იმედი|imedinews.ge

ქართველი ხალხი არ საჭიროებს ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენებას. საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ამიტომ სადაც საქართველოა, იქ არის ევროპაც, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისთვის გაგზავნილ წერილში.

მისი თქმით, ევროპის დღემ ისიც უნდა შეგვახსენოს, რომ ევროკავშირის ვერცერთი ხელმძღვანელობა ვერ გააუქმებს ევროპულ იდეალებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებები აქვთ.

,,ევროპული ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს ბრიუსელის ერთპიროვნულ ბატონობას საქართველოზე, არამედ ის უნდა იყოს სხვა ევროპულ ერებთან ჩვენი ისტორიული კავშირების ჭეშმარიტი განმტკიცება, როგორც თანასწორი თანასწორთან.

ევროპის დღემ ისიც უნდა შეგვახსენოს, რომ ევროკავშირის ვერცერთი ხელმძღვანელობა ვერ გააუქმებს ისეთ ევროპულ იდეალებს, როგორებიცაა ეროვნული დამოუკიდებლობა, ქრისტიანული ღირებულებები და ცხოვრების ტრადიციული წესი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებები აქვთ. სწორედ ევროკავშირის ამ დამფუძნებელ სულისკვეთებასთან შეუთავსებლობას ავლენენ ისინი, ვინც მეტისმეტად ერთობიანდემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ ე.წ. „რეჟიმის ცვლილების“ გეგმებით, აწესებენ ადამიანის ბუნებასთან შეუთავსებელ იდეოლოგიებს და ტრადიციებში არსებული განსხვავებების უგულებელყოფით, ცდილობენ ერთგვაროვანი ცხოვრების წესის დანერგვას.

„ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის“შექმნის იდეა, რომელიც რობერ შუმანმა 1950 წლის 9 მაისს წარადგინა, მიზნად ისახავდა „ცხოვრების დონის ამაღლებას და მიღწევების შენარჩუნებას“. მას კარგად ესმოდა, რომ მშვიდობა საჭიროებს მყარ ეკონომიკურ ფუნდამენტს. სწორედ ამ იდეაზე იყო დაფუძნებული მთელი ევროპული პროექტი. თუმცა, დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, ეს საბაზისო პრინციპიც დავიწყებული აქვს. სხვა რით უნდა აიხსნას, ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის შეთავაზების გარეშე,რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ დაპირისპირებაში ჩართვის დაჟინებული მოწოდებები, რომელზე დაყოლაც გამოიწვევდა არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ ნგრევას, არამედ რეგიონულ არასტაბილურობასაც, რაც ევროპას მნიშვნელოვანი ენერგორესურსებისა და გეოეკონომიკური მარშრუტების გარეშე დატოვებდა“, - წერს პაპუაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს

იმედი

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით