მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი „ქრონიკის“ კითხვასთან დაკავშირებით ეუთოს პასუხზე: ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა თვალების დახუჭვამ მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში
შალვა პაპუაშვილი „ქრონიკის“ კითხვასთან დაკავშირებით ეუთოს პასუხზე: ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა თვალების დახუჭვამ მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში

იმედი|imedinews.ge

ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა თვალების დახუჭვამ მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკის“ კითხვასთან დაკავშირებით ეუთოს პასუხზე.

მისი თქმით, ეუთოს ექნება ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის თვალში რეპუტაცია აღიდგინოს.

„ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა თვალების დახუჭვამ, საპარლამენტო ასამბლეების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე, მიგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მორღვეული. ასევე ხუჭავდნენ თვალს უსამართლო დამოკიდებულებებზე, პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და მივედით, სადაც ვართ დღეს, რომ ომები ისე იწყება, რომ არავინ ეკითხება არც რომელიმე ორგანიზაციას, არც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება დღესდღეობით სამყაროში მიმდინარე მოვლენები.

ამიტომ ეს არის უპირველეს ყოვლისა უდიდესი უპასუხისმგებლობა. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში. ამიტომ ეუთოს აქვს ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს რეპუტაცია აღიდგინოს ქართველი ხალხის თვალში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.

„გმადლობთ ჩვენთან დაკავშირებისთვის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დამოუკიდებელი ორგანოა და სწორედ ისინი შეძლებენ თქვენს შეკითხვებზე საუკეთესო პასუხის გაცემას. მათი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: ნეტ პერი, კომუნიკაციებისა და პრესის ხელმძღვანელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ელ-ფოსტა: nat@oscepa.dk. პატივისცემით, ეუთოს პრესსამსახური“, - ასე უპასუხეს „ქრონიკას“ ეუთო-ს სათავო ოფისიდან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო - გორდულაძეტვ პირველი
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
  • დონალდ ტრამპი BBC-ის საკუთარი ოჯახის წევრების დევნაში ადანაშაულებსრუსთავი 2
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

იმედი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი