მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, თუ სად იმყოფებოდა დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე. ახლა არის მცდელობა, გაფართოების გზაზე ახალი პირობების წამოყენების - ისეთი პირობების, რომელიც შესაძლოა, მიუღებელი იყოს წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, თუ სად იმყოფებოდა დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე. ახლა არის მცდელობა, გაფართოების გზაზე ახალი პირობების წამოყენების - ისეთი პირობების, რომელიც შესაძლოა, მიუღებელი იყოს წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის

იმედი|imedinews.ge

რაც უფრო მეტად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, თუ სად იმყოფებოდა დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს სერბეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მან ისაუბრა, რამდენად შესაძლებელია ევროკავშირში კანდიდატ ქვეყნების სწრაფი გაწევრიანება.

„ზოგადად ძალიან რთული საკითხია და რაც უფრო მეტად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, თუ სად იმყოფებოდა დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ 2022 წელს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს უხვად გაცემული პირობები, რომ ევროკავშირმა გადაიაზრა საკუთარი გეოპოლიტიკური როლი და ახლა გადაერთო გაფართოების სტრატეგიაზე, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან, ეს განცხადებები ნაჩქარევი იყო და ახლა არის მცდელობა, გაფართოების გზაზე ამ პირობის გასვლისა ან ახალი პირობების წამოყენების - ისეთი პირობების წამოყენება, რომელიც შესაძლოა, მიუღებელი იყოს წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის. ასე, რომ ეს წინაღობები და სირთულეები, რასაც საქართველო გრძნობს, ამაში ახალი არაფერია და ამ ორმა დღემ ჩემთვის ეს დაადასტურა.

თითქმის, ყველა კანდიდატ ქვეყანას აქვს მსგავსი გამოწვევები. ხანდახან არის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს პირადი პოლიტიკური დღის წესრიგი ცალკეულ ქვეყანასთან დაკავშირებით. ხანდახან არის ბრიუსელი, რომელსაც აქვს საკუთარი დამოკიდებულებები, რომელიც არ გამომდინარეობს არც გაწევრიანების პროცედურებიდან, არც კოპენჰაგენის პრინციპებიდან, არამედ არის ახლად მოგონილი, დამატებითი კრიტერიუმები, თუ წინაპირობები, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება.

ასე, რომ მნიშვნელოვანია, ამ მხრივ ჩვენ ვიყოთ ერთიანი, ვინაიდან ცალ-ცალკე ამ ურთიერთობაში არ ვართ თანასწორი, როდესაც საქმე გვაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებსაც თითოეულს ვეტოს უფლება აქვს და შეუძლია დაბლოკოს ნებისმიერი წინ სვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, ინფორმაციის გაცვლა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა სერბეთი ელოდება გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებაში, ე.წ. მესამე კლასტერის გახსნასთან დაკავშირებით. პაპუაშვილის განმარტებით, ევროკომისიამ ექვსჯერ გასცა დადებითი დასკვნა, თუმცა როგორც მედიაში იწერება, ამ გახსნას ნიდერლანდები ეწინააღმდეგება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
  • ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია - EU-ს პრეს-სპიკერის განცხადებაBM.GE
  • ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და შეშფოთებას გამოთქვამსრუსთავი 2
ევროკავშირის →მცდელობა →

მსგავსი სტატიები

სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

იმედი

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

იმედი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი