მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია - EU-ს პრეს-სპიკერის განცხადება
ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია - EU-ს პრეს-სპიკერის განცხადება

ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია - EU-ს პრეს-სპიკერის განცხადება

BM.GE7 აგვისტო, 2026, 21:28|bm.ge

"ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის ერთგული რჩება", - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი შეშფოთებულია რუსეთის მზარდი მცდელობებით დე ფაქტო მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაცია საკუთარ სამართლებრივ და უსაფრთხოების სივრცეში.

"7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 18 წელი შესრულდა. ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე კვლავ მძიმე ზეგავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე.

ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მივიჩნევთ, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობადი ყოფნა და ქმედებები საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე უკანონოა, არღვევს საერთაშორისო სამართალს და 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

ევროკავშირი შეშფოთებულია რუსეთის მზარდი მცდელობებით დე ფაქტო მოახდინოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის - ინტეგრაცია საკუთარ სამართლებრივ და უსაფრთხოების სივრცეში. მოსკოვსა და ცხინვალს შორის 9 მაისს ხელმოწერილ ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმებას, ისევე როგორც რუსეთის თანამდებობის პირის სამხრეთ ოსეთის ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშვნას საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიული ძალა არ გააჩნია.

18 წლის განმავლობაში, ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და განიცდის ადამიანის უფლებების დარღვევებს, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და უკანონო დაკავებებს. იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების ხელშემშლელი დაბრკოლებები ისევ არსებობს.

ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის როლის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიმდინარე საქმიანობისა და ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) - უწყვეტად მუშაობის საშუალებით. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთოს განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და შემდგომი, 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ შეთანხმების სრული შესრულების მისაღწევად.

ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის ერთგული რჩება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კვლავ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • მარგუს ცაჰკნა: საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი საკუთარი ამბიციების მისაღწევად კვლავ ძალის გამოყენებას ეყრდნობაიმედი
  • პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი კვლავ ითხოვს ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასნეტგაზეთი
  • კობახიძე კვლავ "გლობალური ომის პარტიის" კონსპირაციაზე საუბრობს "რუსოფობიის" კონტფორმულა
  • საბერძნეთში კვლავ მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიანრუსთავი 2
კვლავ →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

რესტორანში სადილი 12%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები ივლისში?

რესტორანში სადილი 12%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები ივლისში?

BM.GE

საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ

საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ

BM.GE

AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს: "ON THE EDGE - შემოქმედებითი წინააღმდეგობის საერთაშორისო ფესტივალი"

AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს: "ON THE EDGE - შემოქმედებითი წინააღმდეგობის საერთაშორისო ფესტივალი"

BM.GE

პაკეტების გაძვირების მიუხედავად, ჯავშნები საკმაოდ აქტიურია - „ჩექინ თრეველი"

პაკეტების გაძვირების მიუხედავად, ჯავშნები საკმაოდ აქტიურია - „ჩექინ თრეველი"

BM.GE