მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორ მთავარ მიზანს ემსახურება - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორ მთავარ მიზანს ემსახურება - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორ მთავარ მიზანს ემსახურება - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას

იმედი|imedinews.ge

თანამედროვე მსოფლიო საჭიროებს უფრო მეტ დიალოგს, მეტ ურთიერთპატივისცემას და ნაკლებ იდეოლოგიურ დაპირისპირებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს არა მზა იდეოლოგიურ პასუხებს, არამედ განსხვავებული გამოცდილებისა და მოსაზრებების გაცვლას, რაც მისი თქმით საბოლოოდ უკეთეს გადაწყვეტილებებამდე მიყვანას უზრუნველყოფს.

„საერთაშორისო პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, თავს იმკვიდრებს კოლექტიური აზროვნება, კრიტიკული აზრის უგულებელყოფა, იდეური მარწუხების თავსმოხვევა, და პლურალიზმის მიუღებლობა. ჩვენ გვახსოვს, როგორ მუშაობდა კომუნისტური პარტიის გენერალური ხაზი, როგორ ისჯებოდა განსხვავებული აზრი და რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს მსგავს ფენომენს საერთაშორისო მასშტაბით ვხედავთ და ვაცნობიერებთ.

თვალში საცემია, რომ არგუმენტების სიმწირის დროს, თავშესაფრად, მორალური პიედესტალიდან საუბარი იქცა. პათეტიკით გაჯერებული მორალისტობა დღეს ლამის საერთაშორისო პოლიტიკური რიტორიკის ნორმად დამკვიდრდეს და ამას საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ შეფასებაშიც ვხედავთ.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორ მთავარ მიზანს ემსახურება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ამიტომ, თუკი საგარეო პოლიტიკის საზომი მორალია, საქართველოსთვის მორალურია ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამ შედეგებთან დაგვაახლოებს, ქვეყნის ომსა და ქაოსში გადაჩეხის გარეშე.

ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, რეალისტური და რაციონალური პოლიტიკის შუალედურ შედეგებს კარგად ხედავს საერთაშორისო საზოგადოების გონიერი ნაწილი, რომელსაც ესმის საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპები. და რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკის შედეგებს კარგად ხედავს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და აუცილებლად მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველ შედეგებს.

დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ფორუმიც ხელს შეუწყობს სწორედ ასეთ - ღია, პატივისცემაზე დაფუძნებულ და შინაარსიან დიალოგს. მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს არა მზა იდეოლოგიურ პასუხებს, არამედ განსხვავებული გამოცდილებისა და მოსაზრებების გაცვლას, რაც საბოლოოდ უკეთეს გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი