მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს: როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას
შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს: როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას

იმედი|imedinews.ge

„როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრს სოფიო ხორგუანს გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. კერძოდ, სოფიო ხორგუანის თქმით, იმედი ჰქონდა, რომ შალვა პაპუაშვილი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პლენარულ სხდომაზე გამოსვლას გორში მომხდარი ფაქტის დაგმობით დაიწყებდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხორგუანის პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია იმყოფება მიმალვაში გერმანიაში, ის შეიფარა უცხო ქვეყანამ, ადამიანი, რომელმაც ზუსტადაც საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა ისე, რომ დააზიანა მოქალაქეები.

„მგონი, ადევნებთ თვალყურს, ამ ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენც, პარლამენტი არ გჭირდებათ იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღოთ. როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას. აკანკალებული ხმით საუბარი თქვენს ყალბ პათეტიკას კიდევ უფრო ავლენს. რაც შეეხება სახელმწიფოს, ექვსი ადამიანი დაკავებულია, სწორედ ეს არის სახელმწიფოს პასუხი და არა ის ყალბი პათეტიკა, რომელიც თქვენ გაქვთ.

შეგახსენებთ, თქვენი პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია იმყოფება მიმალვაში გერმანიაში, ის შეიფარა უცხო ქვეყანამ, ადამიანი, რომელმაც ზუსტადაც საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა ისე, რომ დააზიანა მოქალაქეები. ის მიეცა პასუხისგებაში და არის მიმალვაში. ამიტომ, თქვენი აკანკალებული ხმა თუ რაიმე გულწრფელ ემოციებს შეიცავს, თქვენი პარტიის თავმჯდომარე ჩამოიყვანეთ საქართველოში, ჩაჯდეს იქ და პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე იმ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელზეც ბრალდება აქვს წარდგენილი. ზუსტად ამისთვის – მოქალაქეებზე ძალადობის გამო არის ის ბრალდებული და იმყოფება მიმალვაში. ვინ ვინ და ამას არ უნდა საუბრობდეს თქვენი პარტია, რომლის თავმჯდომარეც არის ადამიანი, რომელიც იყო პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თუ არ ვიცი, როგორი ბრალი აქვს წარდგენილი“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა სოფიო ხორგუანს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი