მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: თავად ამ ადამიანებმა, ვინც დღეს სასჯელს იხდის 4 ოქტომბრის ძალადობისთვის, უნდა გააცნობიერონ და დაფიქრდნენ, რომ ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსებისა და საქართველოსთვის ბოროტის მსურველი უცხოელების პირადი პატიმრები
შალვა პაპუაშვილი: თავად ამ ადამიანებმა, ვინც დღეს სასჯელს იხდის 4 ოქტომბრის ძალადობისთვის, უნდა გააცნობიერონ და დაფიქრდნენ, რომ ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსებისა და საქართველოსთვის ბოროტის მსურველი უცხოელების პირადი პატიმრები

იმედი|imedinews.ge

ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდის ძალადობისთვის, პოლიციელებზე ძალადობისთვის, პარლამენტისა და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, არიან სწორედ ამ პოლიტიკური ლიდერებისა და ევროპელი ლიდერების პირადი პატიმრები - მათ წააქეზეს, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩინეთში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა, რადიკალების მოწოდებაზე, რომელიც ოპოზიციის აქტივისტებისთვის საზოგადოებაში თანხების მობილიზებას ეხება. მისივე თქმით, საზოგადოებამ ნახა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შემდეგ ლიდერები როგორ დაიმალნენ და მანამდე ძალადობრივი აქციების დროსაც იმალებოდნენ ისინი. წინა ხაზზე კი მათ ახალგაზრდები, ყველაზე მოწყვლადები გაუშვეს.

„სწორედ ეს არის მთავარი ამორალურობა, ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი ამ ძალადობისა, რომ ყველაზე მოწყვლადები გაუშვეს წინ. თვითონ დაიმალნენ და ახლა ამაზე პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ.

ვინც დღეს სასჯელს იხდის ძალადობისთვის, პოლიციელებზე ძალადობისთვის, პარლამენტისა და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, ეს ადამიანები არიან სწორედ ამ პოლიტიკური ლიდერებისა და ევროპელი ლიდერების პირადი პატიმრები - მათ წააქეზეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკომისიის პრესსპიკერმა მხარი დაუჭირა 4 ოქტომბრის გადატრიალებისთვის დაანონსებულ შეკრებას, რითაც წააქეზეს ისინი.

„წააქეზეს, წაიყვანეს ძალადობაზე და ახლა ჩირგვებში არიან დამალული და ერთი სიტყვის ამოღება არ უნდათ ამასთან დაკავშირებით. რაც მთავარია, თავად ამ ადამიანებმა, ვინც დღეს სასჯელს იხდის ძალადობისთვის, უნდა გააცნობიერონ და დაფიქრდნენ, რომ მათ საქართველოს სახელმწიფო კი არ ედავება და სახელმწიფოს გამო კი არ არიან ციხეში, ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსების და საქართველოსთვის ბოროტის მსურველი უცხოელების პირადი პატიმრები.

ვნახეთ, პროცესების დროს, აქეზებდნენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე არ წასულიყვნენ; არ ეღიარებინათ ის, რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავდით, როგორ ურტყამდნენ პოლიციელს, როგორ ესროდნენ მაშხალებს და ეს არ ეღიარებინათ. დროა, ეს ადამიანები დაფიქრდნენ და სათანადო პასუხი გასცენ მათ, ვისი წაქეზებითაც ისინი აღმოჩნდნენ საპატიმროში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება