მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა
შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

საკითხი კომიტეტის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააცნო. მისი განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად: „ორმა ან ორზე მეტმა კომიტეტმა ამ მუხლის შესაბამისად შეიძლება შექმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი. ამ შემთხვევაში აღნიშნული კომიტეტები ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს წყვეტენ ცალ-ცალკე, ხოლო თითოეული ასეთი საკითხი გადაწყვეტილად მიიჩნევა, თუ ყველა ეს კომიტეტი მას ერთგვაროვნად გადაწყვეტს“. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შემდეგი ცვლილება პლენარული სხდომის სხვა დღეს ჩანიშვნას შეეხება და შესაბამისი ნორმა შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა ან პარლამენტის ბიურომ შეიძლება შეცვალოს პარლამენტის პლენარული სხდომის მუშაობის განრიგი“. მისი განცხადებით, ცვლილებებიდან გამომდინარე, რეგლამენტის 108-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით - „საკანონმდებლო პაკეტის განხილვისა და მიღების თავისებურებანი“. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული წესი ასევე გავრცელდება საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომლებსაც პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს. 113-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, თუ კანონპროექტის თაობაზე მიღებულია დაჩქარებული განხილვის შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება, მაგრამ იგი არ იქნა განხილული პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში, პარლამენტის ბიურო მისი განხილვის ახალ ვადას განსაზღვრავს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინტერპელაციის დროს შეკითხვის ავტორს 5 წუთი მიეცემა, ნაცვლად 3 წუთისა, დაზუსტებისთვის კი - 2 წუთი, ერთი წუთის ნაცვლად. ასევე, 5 წუთიდან 10 წუთამდე გაიზარდა ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ დებატებისთვის გამოყოფილი დრო. მისივე თქმით, ცვლილება შედის რეგლამენტის მე-200 მუხლში, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის არჩევის წესს. კერძოდ, ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატის არჩევისთვის პირველივე ჯერზე საკმარისი იქნება 50 ხმა, ხოლო სხვა სუბიექტების მიერ დასახელებული კანდიდატების ასარჩევად - 76 ხმა.

შალვა პაპუაშვილმა კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო პროექტში შესული რედაქციული ცვლილებები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას