მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შანხაიში, ITB China გამოფენის დაწყებამდე, საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართა
შანხაიში, ITB China გამოფენის დაწყებამდე, საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართა

შანხაიში, ITB China გამოფენის დაწყებამდე, საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. შანხაიში გამოფენის დაწყებამდე საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეორგოლის „სტუმარი“ ჩვენებით გაიხსნა. გალა-მიღების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს Messe Berlin-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ რუცმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

საღამოს ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და გაცნობოდნენ ქვეყნის გასტრონომიულ ისტორიას, კულტურასა და ტურისტულ მიმართულებებს.

გამოფენის ოფიციალური გახსნა საქართველოს სტენდთან მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტით დაიწყება. ITB China-ზე საქართველო 400 კვადრატული მეტრი ფართობის მასშტაბური სტენდით წარდგება.

სპეციალურად მოწყობილ სამუშაო სივრცეში მონაწილე 30-მდე ქართულ კომპანიას საშუალება ექნება შეხვედრები გამართოს პოტენციურ პარტნიორებთან. გამოფენის ფარგლებში მოეწყობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები.

სამი დღის განმავლობაში ეროვნული სტენდის ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ტურისტული მიმართულების, მუზეუმებისა და ფონდებში დაცული კოლექციების შესახებ და გაეცნონ ქართული რეწვის ნიმუშებს.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლი „რუსთავი“ გამოფენის გახსნის დღეს სტუმრებს ქართულ ფოლკლორულ ცეკვებსა და სიმღერებს წარუდგენს. ITB China-ს ფარგლებში ასევე ჩატარდება რეწვისა და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები.

ამასთანავე, ქართველი შეფ-მზარეული ირაკლი ასათიანი გამოფენის მონაწილეებს ტრადიციულ კერძებს გააცნობს და კულინარიულ მასტერკლასებს გამართავს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი