მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შეკვეთილში მალე ქვეყანაში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია“ აშენდება
შეკვეთილში მალე ქვეყანაში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია“ აშენდება

შეკვეთილში მალე ქვეყანაში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია“ აშენდება

იმედი|imedinews.ge

კიდევ ერთი სიახლე Starring Georgia-ს ეკოსისტემაში - მალე საქართველოში ყველაზე დიდი დინო პარკი „დინოტოპია“ გაიხსნება, სადაც 50-ზე მეტი დინოზავრი და პრეისტორიული ხანის ქმნილება იქნება წარმოდგენილი.

„დინოტოპია“ შეკვეთილში, „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ განთავსდება და იქნება თანამედროვე, შემეცნებით - გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და შავიზღვისპირეთის დამსვენებლებისთვის.

ამ მიზნით, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა” და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, „ციცინათელას“ პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „აკვა ცენტრისგან” შეიძინა ფონდმა “ქართუმ” და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება. შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი.

„სთარინგ ჯორჯიას“ მიზანია, „დინოტოპიამ“ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მოიზიდოს. გარდა ამისა, ეს იქნება საუკეთესო სივრცე ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი